პოლიციაა მობილიზებული ქუთაისში, ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა პროგრესში – იქ რამდენიმე წუთის წინ ევაკუაცია გამოცხადდა.
ბათუმის მსგავსად, მიზეზი ბომბის შესახებ შესული შეტყობინება გახდა.
პოლიციამ შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ იპოვა.
ევაკუაცია განხორციელდა ბათუმის ერთ-ერთ კერძო სკოლაშიც – სასწავლო დაწესებულებაში ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, სკოლაში მეილზე შევიდა შეტყობინება ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ.