ევა გოცირიძე – არასამთავრობოების შეფასება მეტისმეტად ტენდენციურია

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასება არის მეტისმეტად ტენდენციური და მრავალ არაზუსტ ინფორმაციას შეიცავს, – ასე გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობისა“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ მომზადებულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის საქმიანობის მონიტორინგის ანგარიშს დღევანდელ პრეზენტაციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ევა გოცირიძე.

მისი თქმით, ეს ანგარიში მიზანად ისახავს, რომ რაც შეიძლება მძიმედ იყოს წარმოჩენილი საბჭოს საქმიანობა.

„ეს შეფასება არის მეტისმეტად ტენდენციური და მრავალ არაზუსტ ინფორმაციას შეიცავს. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს ანგარიში ისეთი ფორმით არის შესრულებული, რომ მიზნად ისახავს რაც შეიძლება მძიმე სურათი იყოს წარმოჩენილი საბჭოს საქმიანობის მიმართ. ყველაზე ცუდია, რომ არის სურვილი, რაც შეიძლება ცუდად და ნეგატიურად წარმოჩნდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა. ამის მიზეზი რა არის ძალიან კარგად ვიცით და თავს ნუ მოვიტყუებთ. ეს არ დაწყებულა ახლა, და ჩვენ ყველაფერი ვიცით“, – განაცხადა გოცირიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესში არსებულ დარღვევებზე საუბრობენ. ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში, რომელიც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს გააცნეს.

banner
წინა სტატიაშირუსთავის #1 საჯარო სკოლის პედაგოგების ნაწილი დირექტორის გათავისუფლებას მოითხოვს
შემდეგი სტატიანაციონალური მოძრაობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პარლამენტში მისვლას ითხოვს