ევა ბარბაქაძეს ამ წუთებში ოპერაციას უტარებენ

შორენა ბეგაშვილის შვილს იაშვილის კლინიკაში ოპერაციას დღეს გაუკეთებენ. კლინიკის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ პაციენტი გონზეა და მას საოპერაციოდ ამზადებენ. არსებული ინფორმაციით, 14 წლის ევა ბარბაქაძეს 12:00 საათზე ნეიროქირურგები თავდაპირველად ხერხემალზე ჩაუტარებენ ოპერაციას.

ხერხემლის ოპერაციის შემდეგ კი გადაწყდება, დღესვე გაუკეთებენ თუ არა პაციენტს ოპერაციებს ხელსა და ფეხზე. მოზარდმა გუშინ პირველად ჭამა საჭმელი. კონტაქტურია, ისაუბრა კიდეც და ფეხი აამოძრავა.

მსახიობისა და ტელეწამყვანის 14 წლის ქალიშვილი 2 დღის წინ საცხოვრებელი კორპუსის მე-5
სართულიდან გადმოვარდა.

banner
წინა სტატიაშითამარ სანიკიძე სოფელ ოკამის საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
შემდეგი სტატიადღეიდან პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო