ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მიკიტა პოტურაევმა საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე მიმდინარე პროცესის გამო სერიოზული შეშფოთება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ეს საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ კონკურენციასა და პოლიტიკურ პლურალიზმს.
პოტურაევის განცხადებით, პარტიების აკრძალვა უკიდურესი ზომაა და პოლიტიკური ოპონენტების საჯარო ცხოვრებიდან გარიყვის სანაცვლოდ, აზრთა სხვადასხვაობა არჩევნებისა და დიალოგის გზით უნდა გადაიჭრას. მან საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, უზრუნველყოს თავისუფალი პოლიტიკური გარემო, გაითვალისწინოს „ვენეციის კომისიის“, „მოსკოვის მექანიზმისა“ და ODIHR-ის რეკომენდაციები, ხოლო ყველა პოლიტიკურ აქტორს არსებითი დიალოგისა და თავშეკავებისკენ მოუწოდა.















