ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მონაწილეთა პატივსაცემად ოპერის თეატრში კონცერტი გაიმართა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საიუბილეო 25-ე ყოველწლიური სესიის მონაწილეთა პატივსაცემად, საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრში, ქართულინაციონალური ბალეტის – „სუხიშვილების“; ფოლკლორული ანსამბლ „მძლევარის“ და სახელმწიფო ოპერის თეატრის სოლისტების შესრულებით, გალაკონცერტიგაიმართა.
„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში ჩატარება, ეს არ იყო მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მათშორის, კულტურული თვალსაზრისით. იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის არ გვაქვს საშუალება ერთდროულად, ერთ ღონისძიებაზე, მსოფლიოს 57 ქვეყნის 500-ზე მეტწამყვან პოლიტიკოსს გავაცნოთ საქართველო, როგორც ქვეყანა, როგორც ეკონომიკური საქმიანობისთვის საინტერესო ადგილი და რაც მთავარია, როგორცბედნიერების საპოვნელად ძალიან შესაფერისი ადგილი. მე საზეიმო სადილზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას შევთავაზე, რომ ბოლოს მივიღოთ დასკვნითირეზოლუცია ადამიანის ბედნიერების თაობაზე და დღევანდელი ღონისძიება, დღევანდელი კონცერტი ეძღვნება სწორედ ამას. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ეუთოსფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ფარგლებში, ემსახურება იმას, რომ შევძლოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის ცხოვრების გალამაზება, მუსიკით ტკბობის მიცემისსაშუალება, ხელოვნებასთან ზიარების საშუალება და საერთოდ, ცხოვრების იმ წესით ცხოვრების საშუალება, როდესაც გვაქვს შესაძლებლობა ვიყოთ კარგად. მე,დარწმუნებული ვარ, რომ დღეს, ჩვენ, შევძლებთ, რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ ნასიამოვნები ქართულ ხელოვნებასთან, ქართულ კულტურასთან ზიარებით და ესიქნება აუცილებელი შემადგენელი კომპონენტი მათი შთაბეჭდილებისა ჩვენს ქვეყანაზე. ეს დაგვეხმარება მაშინაც, როდესაც პოლიტიკური რეზოლუციებია გასატანიასამბლეაში“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიქართველმა სამხედროებმა ავღანეთში ჰუმანიტარული დახმარება დაარიგეს
შემდეგი სტატიაეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნითი დღე პლენარული სესიით გაიხსნა