ეუთოს საპარლამენტო ანსაბლეამ რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოცოდად აღიარა

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ანსაბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთის ქმედებებს უკრაინაშ გენოციდად აღიარებს და ხაზს უცვამს რუსეთის მიერ დეკოლონიზაციის აუცილებლობას.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საპარლამენტო დელეგაციის წევრი პავლო ფროლოვი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“ბუქარესტში ზაფხულის სესიის გახსნის დღეს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს რუსეთის 10-წლიან შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და აღიარებს რუსეთის ფედერაციის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის ქმედებებს, როგორც მასშტაბური შეჭრა, როგორც უკრაინელი ხალხის გენოციდი”, – განაცხადა მან.

რეზოლუციის ძირითადი პუნქტები:

  • რეზოლუცია მოუწოდებს ეუთოს 53-ვე წევრ სახელმწიფოს მიაღწიონ ყირიმისა და უკრაინის ყველა ოკუპირებული ტერიტორიის განთავისუფლებას მშვიდობის ფორმულისა და ყირიმის პლატფორმის მხარდაჭერით.
  • ეუთო-ს ქვეყნები მოითხოვენ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას, რომელიც პასუხისმგებლობას აკისრებს რუსეთის ფედერაციას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის და ასევე ჩატარდეს საერთაშორისო და ეროვნული გამოძიებები რუსული ჯარების მიერ ჩადენილ მასობრივ სისასტიკეებზე, მკვლელობებზე, წამებასა და გაუპატიურებაზე.
  • აქცენტი გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების მექანიზმის გადაუდებელ ამოქმედებაზე და ეუთოს ქვეყნების მოწოდება, შეუერთდნენ შეთანხმებას რუსეთის ფედერაციის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიით მიყენებული ზიანის შესახებ.
  • რუსეთის ფედერაციაში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებულად აღიარება და რუსეთის ფედერაციის მთელი საარჩევნო სისტემის არალეგიტიმურობის ხაზგასმა.
  • უკრაინელი ბავშვების დაბრუნებისთვის საერთაშორისო კოალიციის შექმნის მხარდაჭერა, ასევე უკრაინელი სამხედრო ტყვეებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.
  • მოწოდება აიკრძალოს რუსული თხევადი ბუნებრივი აირის ევროკავშირში იმპორტი, რეექსპორტი და ევროკავშირის პორტებით ტრანზიტი.
banner
წინა სტატიაშიანდერს ფოგ რასმუსენი – გერმანიის კანცლერი ახლა უარს ამბობს უკრაინისთვის „ტაურუსის“ ტიპის რაკეტების მიწოდებაზე, ეს ყოყმანი პუტინს დამატებით სტიმულს აძლევს ომის გასაგრძელებლად
შემდეგი სტატიარუსეთში დაბლოკილია ბორის აკუნინის ბიბლიოთეკის და გამომცემლობა Freedom Letters-ის ვებსაიტები