ეუთოს სადამკვირვებლო მისია მეორე ტურთან დაკავშირებით წინასწარ შეფასებას აკეთებს

უკრაინაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი დაინიშნა

მეორე ტურთან დაკავშირებით წინასწარ შეფასებას აკეთებს ეუთოს სადამკვირვებლო მისია. ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი კორინ იონკერი კანდიდატებისთვის უფასო სარეკლამო დროის მიცემასთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ ეს ნორმა გამოსწორებას საჭიროებს და პარტიებისთვის მიცემული თარიღი დაგვიანებული იყო.

ასევე აქცენტი გაკეთდა სხვა დარღვევებზე. იონკერი ამბობს, რომ მედიაში გამოხატვის უფლება დაცული იყო.

„გამოხატვის თავისუფლება იყო დაცული მედიაში მეორე ტურის წინ, მაგრამ ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ გაურკვეველი კანონმდებლობის გამო, ინსტრუქციები მაუწყებლებისთვის, მედია მარეგულირებელი კომისიისგან ნიშნავდა იმას, რომ მათ შეეძლოთ უფასო სარეკლამო დროის გამოყოფა მხოლოდ 2 ნოემბრიდან და ასევე ფასიანი რეკლამის შეთავაზება, მას შემდეგ, რაც ცესკომ ოფიციალურად გამოცხადა მეორე ტურის თარიღი. ამან შეუზღუდა კანდიდატებს მედიაში კამპანიის ჩატარების საშუალება,” – განაცხადა კორინ იონკერმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ გიორგაძე – სპორტის სამინისტროში აქამდე მომუშავე სპეციალისტები ჩვენ გუნდს შემოუერთდებიან
შემდეგი სტატიაირაკლი ლექვინაძე – მადლობა იმ შეთავაზებისთვის, რომელიც მივიღე, თუმცა ამ ეტაპზე ვთვლი, რომ მცირე შესვენება მნიშვნელოვანია