ეუთოს გენერალური მდივანი ილია დარჩიაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

ეუთოს გენერალური მდივანი, ჰელგა შმიდტი ილია დარჩიაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. ოფიციალურ მილოცვაში აღნიშნულია, რომ ეუთო გააგრძელებს საქართველოს მშვიდობიანი, აყვავებული და დემოკრატიული მომავლის მხარდაჭერას.

„გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრეფლი მილოცვა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით. მინდა გამოვხატო მადლიერება საქართველოსა და ეუთოს შორის არსებული ბრწყინვალე თანამშრომლობისთვის. დარწმუნებული იყავით, რომ ეუთო გააგრძელებს საქართველოს მშვიდობიანი, აყვავებული და დემოკრატიული მომავლის აღმშენებლობის დახმარებას.“- წერს ეუთოს გენერალური მდივანი, ჰელგა შმიდტი.

ეუთოს გენერალური მდივანი თავის მიმართვაში ხაზს უსვამს ეუთოს ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, ისევე როგორც ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობაში. „ეუთო რჩება ერთგული აღნიშნული ფორმატების მიმართ და გააგრძელებს მათ მხარდაჭერას“ – აღნშნავს ჰელგა შმიდტი.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქში ავტობუსის შვიდი, ხოლო მიკროავტობუსის ათი ახალი მარშრუტი ამოქმედდება
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა