შვედეთის საელჩო საქართველოში ეუთო-ს 24 წევრი ქვეყნის მიერ საქართველოს მიმართ “მოსკოვის მექანიზმს” ააქტიურებს და საექსპერტო მისიის შექმნას განცხადებით ეხმაურება.
უწყება ასევე შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით.
“შეშფოთებულები ვრჩებით საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესების გამო. დღეს ეუთო-ს 24-მა წევრმა სახელმწიფომ მოსკოვის მექანიზმი გააქტიურა, რათა შეიქმნას საექსპერტო მისია. დამოუკიდებელი მისია დაადგენს ფაქტებს და გააკეთებს შესაბამის რეკომენდაციებს”, – ნათქვამია განცხადებაში.















