“ეუთო ვერ იტყოდა, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო და არც თქვა”- ნონა ქურდოვანიძე

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ, ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას ეხმიანება და წერს, რომ ეუთო ვერ იტყოდა, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო და არც თქვა.

“ეუთო/ოდირის საბოლოო შეფასებამ დაადასტურა ყველა ის დარღვევა, რომლის სისწორე საქართველოს მოსახლეობამ საკუთარი გამოცდილებით ყველაზე კარგად იცის და დადასტურებულია კეთილსინდისიერი ადგილობრივი მისიების, მათ შორის, საიას, შეფასებებით.

დაშინების და ზეწოლის გარემოში, სადაც ხმის ფარულობა სისტემურად ირღვეოდა, ხოლო საარჩევნო დავები არ წყდებოდა სამართლიანი პროცედურების დაცვით, ეუთო ვერ იტყოდა, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო და არც თქვა. მიუხედავად იმისა, როგორ ეცდებიან ამ შეფასების ინტერპრეტაციას, ანგარიშის წაკითხვა ყველას შეუძლია. თარგმანიც დაიდება.

ლეგიტიმურობის შეფასება ეუთოს მანდატში არ შედის და ამას ხალხი თავად აკეთებს,” – წერს ქურდოვანიძე.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე – ეს არის ეუთო/ოდირის ყველაზე ნეგატიური დასკვნა ქართული არჩევნების ისტორიაში!
შემდეგი სტატია“ხმის მიცემა ისე, რომ ანგარიშსწორებას არ ელოდო, დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, საქართველოში ეს უფლება შეილახა”- წერს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი