ეუთო თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას საზღვრის გახსნისკენ მოუწოდებს

ეუთოს თავმჯდომარე მორისლავ ლაიჩაკი თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას საზღვრის გახსნისკენ მოუწოდებს, რომელიც იანვარში ღორის გრიპის გავრცელების მიზეზით დე-ფაქტო მთავრობამ დახურა.
“პირადად ვიყავი და პირადად დავრწმუნდი, რომ აუცილებელია ისევ გაიხსნას გადასვლის პუნქტები, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა დაკეტილია” – დიპლომატმა თქვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. მისი თქმით, დროებითი სასაზღვრო-გამშვები პუნქტების დახურვა “ადგილობრივებს პრობლემებს უქმნის, კერძოდ, ჯანდაცვისადმი წვდომას უზღუდავს”.

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების სამსახურების გადაწყვეტილებით დროებითი სასაზღვრო-გამშვები პუნქტები H1N1 ვირუსის გამო 11 იანვარს დაიხურა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში ქურდული სამყაროს წევრობისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგება
შემდეგი სტატიაგერმანიაში მუშას, რომელიც თავის თანამშრომლებს წამლავდა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს