ეუთო-ში აშშ-ის მისია ოკუპირებული რეჟიმის მიერ ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

ამერიკის შეერთებული შტატები ცნობილი ქართველი ექიმისა და საქართველოს ორთოპედთა და ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს, რომელსაც საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი დაკავება შეუფარდა.

“დამატებით, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დასრულდეს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ საკონტროლო-გამშვები პუნქტების დახურვა. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარებისთვის თავისუფალი მიმოსვლა ამ რეგიონებში, ისევე როგორც უკან გაიწვიოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება“, – ნათქვამია ეუთოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხის მაჟორიტარი ბიუროსს ოფისს სახელური ჩამოხსნეს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკას ეწვია