ეუთო-ს წარმომადგენელი – შოკირებული ვარ ჟურნალისტებზე მასობრივი თავდასხმების გამო

მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელი გმობს თბილისში ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას და ხელისუფლებას მოუწოდებს, დამნაშავე პირებს პასუხისმგებლობა დაეკისროთ.

ტერეზა რიბეირომ ჟურნალისტების მიმართ მასობრივი ძალადობა დაგმო.

„თბილისში, გუშინ ჟურნალისტებზე განხორციელებული მასობრივი თავდასხმების გამო შოკირებული ვარ და ამ დანაშაულებრივ ქმედებებს მკაცრად ვგმობ. მიუღებელია ჟურნალისტებზე ძალადობა, თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე. ყველა საშუალება უნდა იქნას გამოყენებული, რომ მომავალში ეს აღარ განმეორდეს. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, ჩაატარონ სწრაფი, ეფექტური და გამჭვირვალე გამოძიება დამნაშავეთა იდენტიფიცირებისა და პასუხისგებაში მისაცემად“, – აღნიშნავს რიბეირო.

ტერეზა რიბეირომ ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, უკანასკნელ წლებში ქვეყანაში განხორციელებული ყველა ძალადობრივი ინციდენტისა და მედიის მუშაკების მიმართ არასათანადო მოპყრობის თაობაზე გამოძიებები ბოლომდე მიიყვანოს.

banner
წინა სტატიაშინაკაიძე დღვანდელ აქციაზე: გული მწყდება, რომ არ ვიმყოფები თბილისში
შემდეგი სტატია„თბილისი პრაიდი“ პარლამენტის წინ დაგეგმილ მდუმარე აქციას უერთდება