ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი – მოვუწოდებ პოლიტიკურ აქტორებს, გამოიჩინონ თავშეკავება და დაუბრუნდნენ დიალოგს

უკრაინაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი დაინიშნა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის საკითხებში, ალბანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დიტმირ ბუშატი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და მხარეებს მოუწოდებს, ეუთო-ს წინაშე აღებული ვალდებულებების შესაბამისად იმოქმედონ.

„ყურადღებით ვადევნებ თვალს თბილისში განვითარებულ მოვლენებს. მე, როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის საკითხებში, მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ აქტორს, გამოიჩინონ თავშეკავება და დაუბრუნდნენ დიალოგს ეუთო-ს წინაშე აღებული ვალდებულებების შესაბამისად და ასევე ქვეყნის მისწრაფების შესაბამისად, რომელსაც ევროატლანტიკური ოჯახის წევრობა სურს,“-წერს დიტმირ ბუშატი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

banner
წინა სტატიაშითბილისიდან რუსთავამდე ნიკა მელიას მხარდასაჭერად – ავტომსვლელობა ნაშუადღევს დაიწყება
შემდეგი სტატიაგანათლების მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა