ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია აზერბაიჯანში გაემგზავრა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, “ნაციონალური მოძრაობის” წევრ გიგი წერეთლის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანში გაემგზავრა.
როგორც “თაიმერს” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” აცნობეს, გიგი წერეთელი, როგორც ეუთო-ს ვიცე პრეზიდენტი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან ერთად აზერბაიჯანში გაემგზავრა, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და დეპუტატებთან შეხვედრებს გამართავს. ასევე შეხვედრები ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან შედგება.
“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება აზერბაიჯანთან მომავალი თანამშრომლობის საკითხები, ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული სამშვიდობო პროცესი და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საკითხები.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის შემადგებლობაში, რომელსაც გიგი წერეთელი ხელმძღვანელობს, ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი კენტ ჰარსტედი, ბულგარეთის პარლამენტის წევრი და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი კრისტიან ვიგენენი და ასამბლეის გენერალური მდივანი რობერტო მონტელა შედიან.

banner
წინა სტატიაშირას ვერ პატიობს ივანიშვილი კალაძეს და რატომ აპირებს გადადგომას კახი კახიშვილი
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე შამბეზში მართლმადიდებელი პატრიარქების მიერ ჩატარებულ წირვას დაესწრო