ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნითი დღე პლენარული სესიით გაიხსნა

თბილისში მიმდინარე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მეხუთე, დასკვნითი დღე პლენარული სესიით გაიხსნა.

დელეგაციებს დღის წესრიგით, 7 საკითხი აქვთ განსახილველი. ეუთო-ს გენერალური მდივნისა და ასამბლეის ხაზინადარის მოხსენებების შემდეგ, ერთ-ერთი მთავარი გადაწყვტილბა იქნება “თბილისის დეკლარაციის” მიღება. ეს იქნება ეუთო-ს საპარალმენტო ასამბლეის 25-ე პლენარული სხდომის მთავარი დოკუმენტი, რომელშიც ერთიანი ტექსტის გარდა, შევა დელეგაციების მიერ მომზადებული დამატებითი რეზოლუციები, მათ შორის, საქართველოს მიერ მომზადებული 17 პუნქტიანი ტექსტიც, რომლსაც პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტზე კენჭისყრისა და დამტკიცების შემდეგ, უკვე დღევანდელ სესიაზეც უყრიან კენჭს.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-სესია თბილისში 1-ელ ივლისს გაიხსნა და დღეს დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მონაწილეთა პატივსაცემად ოპერის თეატრში კონცერტი გაიმართა
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი : საკითხი ასე არ უნდა დავსვათ, რომ თუ წერეთელი ავირჩიეთ, საქართველოს არჩევნები უკვე გადაელოცება სააკაშვილს