ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი მიიღეს

უკრაინაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი დაინიშნა

50 ხმით ხუთის წინააღმდეგ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი მიიღეს.

26 პუნქტიანი დოკუმენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას ეხება. რეზოლუციის პროექტში რუსეთის არალეგალური ქმედებების გამო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული ვითარების გაუარესებაა დაგმობილი. მათ შორის კი ჩამოთვლილია საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართების გაბმა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში არსებული ეთნიკური დისკრიმინაცია. ზემოთ აღნიშნულ დარღვევებში კი მკვლელობის, წამების, უხეში მოპყრობის, გატაცების და უკანონო დაკავებების ფაქტებია მოყვანილი.
რეზოლუციის პროექტი ასევე მკაცრად გმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული ენით სწავლების აკრძალვას. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ირღვევა.
რეზოლუციის პროექტი ასევე მკაცრად გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობებს. დოკუმენტში ასევე ნახსენებია ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის უკანონო სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილის ფაქტიც.
საქართველოს მიერ მომზადებული დოკუმენტი რუსეთს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების დაცვისკენ მოუწოდებს.
ამასთან ერთად, რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით მიღებული უკანონო გადაწყვეტილება უნდა გააუქმოს.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი: ,, ყველამ ვიხილეთ უმძიმესი კადრები შტურმის და შეტევის, რომელიც თითქოს არ ყოფილა, „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ მოვუსმინოთ’’
შემდეგი სტატია“კითხვა ეხებოდა ყველაფერს, რაც არის დაკავშირებული გავრილოვის სისხლიან ღამესთან” – გია ბარამიძე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხეს