პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ეუთო-ს რეზოლუციის შესახებ გააკეთა განცხადება.
ეუთო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი იყო, სადაც გლობალური ომის პარტიის გავლენები არ ვრცელდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ისიც დაეცა და მისი თავდასხმები საქართველოს წინააღმდეგ ვიხილეთ. ეუთო-ს რეზოლუციებსაც იგივე ფასი აქვს, რაც ევროპარლამენტის განცხადებებს თუ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებს – იმ ფურცლის ფასი, რომელზეც ისინი იბეჭდებიან“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.















