“ეუთო-ოდირი მიუთითებს როდესაც კანონპროექტი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება”- კახიძე

ოპოზიციონერი დეპუტატი ოთარ კახიძე ეუთო/ოდირის დასკვნიას და მასზე მმართველი პარტიის წევრების კომენტარებს ეხმაურება.
“ევროპული საქართველოს” წევრი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეუთო-ოდირის მანდატში არ შედის კანონპროექტის კონსტიტუციურობასთან შესაბამისობის დადგენა, როდესაც კანონპროექტი არ შეესაბამება კონსტიტუციას ამის შესახებ დასკვნაში მითითებულია ხოლმე.

“როდესაც გაგზავნილ პროექტს კონსტიტუციასთან რაიმე პრობლემა აქვს, ეუთო-ოდირი მიუთითებს ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ მათ მანდატში მართლაც არ ჯდება კონსტიტუციურობის შეფასება. ასე გააკეთეს, მაგალითად, მოლდოვას შემთხვევაში,”- ამბობს კახიძე.

კითხვაზე, რატომ არ წერია ეუთო-ოდირის დასკვნაში ცალსახად, რომ ის კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, ოთო კახიძე განმარტავს, რომ ეუთო-ოდირის კომპეტენცია მთლიანობაში კონსტიტუციურობის დადგენა არაა.

“როდესაც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, მაშინ წერენ და როცა არ არის წინააღმდეგობა, მაშინ არ წერენ. ჩვენს შემთხვევაში, ნათლად წერენ, რომ ამ ცვლილებას ორგანული კანონის ცვლილება სჭირდება,”- ამბობს ოთარ კახიძე.

ამასთან, კახიძის თქმით, ეუთო-ოდირის დასკვნაში ისიც არის აღნიშნული, რომ ნებისმიერი მოდელი, მათ შორის მათ მიერ შემუშავებული, ლეგიტიმურია.

“თუ ქართულ ოცნებას არ სურს ამ არგუმენტების მიღება, მათგან არ მიკვირს, მაგრამ მთავარი ფაქტორი მაინც არის ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება, რომლისთვისაც ეუთო-ოდირის დასკვნა იქნება ასევე ერთერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ზეწოლა ხელისუფლებაზე გაგრძელდეს,”- ამბობს ოთარ კახიძე.

banner
წინა სტატიაშიმიმდინარე წელს თემქის ხევის, ვაკის პარკისა და დიღმის ჭალების რეაბილიტაცია დაიწყება
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე ეუთო/ოდირის დასკვნაზე – ოპოზიცია მზად ვართ, რომ ექვსივე რეკომენდაცია რაც მათ აქვთ თავის შენიშვნებში მითითებული, გავითვალისწინოთ