ეუთო/ოდირი: მედიაგარემო იყო მკვეთრად პოლარიზებული

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა. ანგარიშში საუბარი იყო მედიაგარემოზე.

„მედიაგარემო იყო მკვეთრად პოლარიზებული, – რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ იყო მკვეთრი დაყოფა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის. მედიამონიტორინგის შედეგებმა, რომელიც განხორციელებულია არჩევნებზე დამკვირვებელი მისიის მიერ, აჩვენა, რომ გაშუქება იყო მკვეთრად შერჩევითი. ამ ყველაფერმა ამომრჩეველს მიაწოდა შეზღუდული შესაძლებლობა იმისა, რომ გაეკეთებინა პოლიტიკური ალტერნატივები.

ეროვნულმა სამაუწყებლო არხებმა გააშუქეს არჩევნები ინტენსიურად, მაგრამ უმეტესად ყურადღება გამახვილებული იყო პოლიტიკურ პარტია „ქართულ ოცნებაზე“, „ენმ“-სა და პარტიაზე „საქართველოსთვის“. ფაქტობრივად, გაშუქება ეძღვნებოდა იმ ბრალდებებს, რომლებიც უკავშირდებოდა ამ სამ პარტიას. ფაქტობრივად, ნაკლებად იყო გაშუქებული ანალიტიკური და საგამოძიებო ასპექტები.

„საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ გამოყო დროის შედარებით მეტი რაოდენობა და ხდებოდა ნეიტრალური გაშუქება მთავარი კანდიდატების შესახებ. ორი არხი აშუქებდა მთავრობას უმეტეს შემთხვევაში და ფაქტობრივად, ნაკლები იყო განსხვავება ინსტიტუციურ და კამპანიის აქტივობებს შორის“, – აღნიშნულია ანგარიშში, რომელიც ეუთო/ოდირის საარჩევნო-სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ალბერტ ჯონსონმა წარადგინა.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტარი: მარნეულში, რამდენიმე უბანზე შევნიშნეთ დაძაბულობა
შემდეგი სტატიახერხეულიძე – სააკაშვილი ძალიან მალე დატოვებს საპატიმროს