“ეუთო ოდირი არასდროს დასვამს არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხს, ის ამცნობს საზოგადოებას დარღვევების შესახებ და შემდეგ საზოგადოება დასვამს საბოლოო ბეჭედს” – გიგი წერეთელი

“კითხვის ნიშნებიც არ არსებობს, თუ როგორი ლეგიტიმაცია აქვს ხელისუფლებას, რომელმაც დიდ ქალაქებში 1-2%-ით გადაძალა ოპოზიცია ამხელა ადმინისტრაციული რესურსის და ძალიან ბევრი დარღვევის შედეგად.”- ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ეუთო ოდირის დასკვნაზე დასმულ შეკითხვას.

“მე მგონი ძალიან მკაფიო იყო და არაორაზროვანი, რაც ითქვა, როგორც პირველ ასევე მეორე ტურზე ეუთო ოდირის მხრიდან. პრაქტიკულად ყველა ის ძირითადი მანკიერება იყო ასახული ამ დასკვნაში და რაც ყველაზე მთავარია საბოლოოდ დღეს, რაც გახმოვანდა ძალიან კარგად კიდევ ერთხელ, რომ ხელისუფლების ადმინისტრაციულმა რესურსმა და ზღვარის წაშლამ რაზეც იყო საუბარი გადაწონა სასწორი ხელისუფლების სასარგებლოდ, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ ეს იყო ძალიან მცირე სხვაობა. ეუთო ოდირი და ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაცია ამ შემთხვევაში ეუთო, რომელიც არის ძირითადი აუდიტორი არასდროს არ გამოაცხადებს ლეგიტიმურობისა და არალეგიტიმურობის საკითხს. ყოველთვის აღწერს ვითარებას, ეუბნება საზოგადოებას, რომ აი ასე ჩატარდა თქვენი არჩევნები, ასე წარიმართა პროცესი, ეს იყო დარღვევები და ლეგიტიმაციის ბეჭედს საბოლოოდ დაასვამს საზოგადოება და მე ვფიქრობ ამ შემთხვევაში, ალბათ კითხვის ნიშნებიც არ არსებობს, თუ როგორი ლეგიტიმაცია აქვს ხელისუფლებას, რომელმაც დიდ ქალაქებში 1-2%-ით გადაძალა ოპოზიცია ამხელა ადმინისტრაციული რესურსის და ძალიან ბევრი დარღვევის შედეგად.” – განაცხადა წერეთელმა

banner
წინა სტატიაშიბოკერია: ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას სჭირდება კომპლექსური და თანმიმდევრული მიდგომა
შემდეგი სტატიასოფელ ყარაჯალარში დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება ძალადობის, ასევე პოლიციელზე თავდასხმისა და დაუმორჩილებლობის მუხლებით დაიწყო