ეუთო: მეორე ტურში ქართველმა ხალხმა ისევ დაადასტურა დემოკრატიისადმი თავისი ერთგულება

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ზოგადად და საერთოდ თავისუფალი იყო – ეუთო აქვეყნებს. “მეორე ტურში ქართველმა ხალხმა ისევ დაადასტურა დემოკრატიისადმი თავისი ერთგულება” – ორგანიზაციის დამკვირველბლებმა 29 ნოემბერს განაცხადეს – “დოიჩე ველე” წერს. ეუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტის ბიუროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ არჩევნების კონკურენტული ხასიათის შექმნა შეძლეო. გარდა ამისა, კენჭისყრა კარგად იყო ორგანიზებული – წერია განცხადებაში.

ამავე დროს, ორგანიზაციამ საპრეზიდენტო არჩევნების ხარვეზები გააკრიტიკა. სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც მმართველი პარტია “ქართული ოცნება” უჭერდა მხარს, “დიდი უპირატესობა” ჰქონდა წინასაარჩევნო მარათონში – დამკვირვებლები თვლიან.
ასევე, მეორე ტურის ორივე კანდიდატის კამპანია ნეგატიურ ხასიათს ატარებდა, რამაც, საარჩევნო კამპანიაც დააზარალა – განცხადებაში წერია. მეორე ტურის საარჩევნო კამპანიას ჰქონდა “ხისტი რიტორიკა და ზოგიერთ შემთხვევაში, ძალადობაც, ასევე, ბლომად იყო სახელმწიფოებრივი რესურსის ბოროტად გამოყენებაც” – ეუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტის ბიურომ აღნიშნა.

საქართველოში მიმდინარე არჩევნებს თვალყურს ადევნებდა საარჩევნო სუბიექტების 17 ათასი წარმომადგენელი, 48 ათასი ადგილობრივი და 1300-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი.

წყარო: https://www.osce.org/odihr/elections/georgia/404645

banner
წინა სტატიაშიეგვიპტეში კარგად შენახული მუმიები იპოვეს-ისინი, მინიმუმ 3 000 წლისაა
შემდეგი სტატიააშშ-ში პატიმარმა 90 ადამიანის მკვლელობა აღიარა