ეუთო-მ არათუ ვერ შეძლო, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესიის პრევენცია და მისი შეჩერება, არამედ თავადაც კი აღმოჩნდა განდევნილი საქართველოს ტერიტორიიდან

ეუთო-მ არათუ ვერ შეძლო, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესიის პრევენცია და მისი შეჩერება, არამედ თავადაც კი აღმოჩნდა განდევნილი საქართველოს ტერიტორიიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ეუთოს 25 ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თმით, ეუთო არის უსართხოების სფეროში მსოფლიოს ყველაზე დიდი და გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც იმითაც გამოირჩეოდა, რომ ყველაზე უკეთ ახერხებდა ეპოქის მოთხოვნებისთივს ფეხის აწყობას.

„სწორედ ასე მივიღეთ ჰელსინკის პროცესიდან ჯერ კონფერენცია, შემდეგ ორგანიზაცია თავის საპარლამენტო ასამბელით. დროა, დავფიქრდეთ, თანამედროვე ეპოქამ ხომ არ მოიტანა ეუთო-ს შემდგომი ტრასფორმაციის აუცილებლობაც, რათა იგი უფრო ეფექტურად გაუმკვალდეს უსაფრთხოების და თანამშრომლობის მზარდ დეფიციტს. ამ მოსაზრებისკენ გვიბძგებს მაგალითად საქართველოს შემთხვევა. ეუთომ არათუ ვერ შეძლო 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესიის პრევენცია და მისი შეჩერება, არამედ თავადაც კი აღმოჩნდა განდევნილი საქართველოს ტერიტორიიდან. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან ქართველების ეთნიკურ წმენდას თბილისიდან ეუთოს მისიის წმენდაც მოყვა. ეს დასაფიქრებელი შემთხვევაა, რადგან ვიფიქროთ, ორგანიზაციის მისიის შესასრულებლად აუცილებელ ტრანსფორმაციაზე. მოხარული ვიქნებით, თუ საქართველოს ეს გამოცდილება ეს შემთხვევა იქნება მაგალითი იმისა, რომ საჭიროა წინსვლა და სხვა სტანდარტების დამკვიდრება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, სასიხარულოა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ეუთო-მ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს აღარ მიანიჭა სამშვიდობო ძალების სტატუსი, როგორც ეს სამწუხაროდ საქართველოში წლების განმავლობაში ხდებოდა აფხაზეთის და ცხინვალის მიმართულებით.

„ჩვენ ვსწავლობთ შეცდომებზე და მეტი ამ ხრივ გასაკეთებელი. ადამიანის სიცოცხლე უმაღლესი რანგის ღირებულებაა. უსაფრთრხოება არის ჩვენი საზოგადოების უმაღლესი მიზანი. ადამიანებს გვაქვს მიზანი ვყოთ უსაფრხოებაში და არა მონობაში. ვიყოთ უსაფრთხოდ კეთილდღეობაში და არა სიღარიბეში. ამიტომაც საქართველო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან ურთიერთობას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ყველა მიმართულებით. ჩვენთვის ეუთო, ეს არ არის მხოლოდ უსაფრთხოების ორგანიზაცია, ჩვენ გვაქვს ნაყოფიერი თანამშრომლობა სხვა ინსტრუმენტებთან, სხვა სტრუქტურებთან დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, ადამიანიას უფლებების სტანდარტების ასამაღლელად და ბევრი სხვა თვალსაზრისით. ჩვენ საქართველო ვრჩებით და ვიქნებით ეუთო-ს პატრიოტი ქვეყანა, რომელიც მზად ვიქნებით მივიღოთ ის სარგებელი, რაც ორგანზიაციას მოაქვს და აგრეთვე გავიღოთ ჩვენი წვლილი იმ საერთაშორისო უსაფრთხოებაში, იგივეს ვაკეთებთ სხვა საერთაშორისო ორგანიზაცებთან“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე:ლევან შონიას ციფრები 14 17+1 რამეს ეუბნება ?!
შემდეგი სტატიადღეს, 1-ელ ივლისს, ძალაში სრულად შედის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება