17.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
banner

“ეუთო-მ აგრესიის გზა აირჩია” – ზახაროვა კობახიძის შეფასებებს იზიარებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ მხარი დაუჭირა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის კრიტიკას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიმართ.

მარია ზახაროვას შეკითხვა დაუსვეს, „ეთანხმება თუ არა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შეფასებას, რომელმაც ეუთო და ევროპული ინსტიტუტები ქვეყანაში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობაში დაადანაშაულა“.

„მიმაჩნია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვები ჩვენს დადასტურებას არ საჭიროებს. საუბარია სუვერენული სახელმწიფოს ხელმძღვანელზე, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა და მის ხალხს წარმოადგენს. როგორც ჩანს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე მიღებული ჰააგის დეკლარაციის შესახებ საუბრობდა, რომელშიც არაერთი რეზოლუციაა, მათ შორის საქართველოში „არადემოკრატიული“ არჩევნების შესახებ. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მსგავსი მოქმედება ჩვენთვის მოულოდნელი არ არის. ასამბლეამ უკვე დიდი ხანია აირჩია აგრესიის, აგრესიული რიტორიკისა და დესტრუქციული ქმედებების გზა და საპარლამენტთაშორისო დიალოგის მშენებლობაზე უარი თქვა“, – განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, „რიგი სახელმწიფოები ეუთო-ს პლატფორმას იყენებენ არა მხოლოდ რუსეთის, არამედ სხვა ქვეყნების კრიტიკისთვის, მათ შორის, მოძველებული „მოსკოვის მექანიზმის“ ინსტრუმენტის გამოყენებით“.

„ასე რომ, ყველაფერი რასაც ისინი საქართველოს აბრალებენ, სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება“, – აღნიშნა ზახაროვამ.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი: იუმორისტულმა პლატფორმებმა შშმ პირთა მიმართ სტიგმის გავრცელება უნდა შეწყვიტონ
შემდეგი სტატიაპესკოვი: უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლების პერსპექტივა არ არსებობს