კვლევითი ორგანიზაცია Europe Elects-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 75% მხარს ოპოზიციას უჭერს.
უფრო კონკრეტულად, კითხვაზე – “ვის უჭერთ მხარს დღევანდელ რეალობაში?”, პასუხები ასე გადანაწილდა:
ოპოზიციას – 75% „ქართულ ოცნებას“ – 25%
Europe Elects-ის ცნობით, გამოკითხვა მიმდინარე წლის 3-13 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. მასში მონაწილეობა 1 600 ადამიანმა მიიღო.
Europe Elects არის კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც აგროვებს და აქვეყნებს არჩევნებთან დაკავშირებულ მონაცემებს, როგორიცაა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ევროპის ქვეყნებში.