15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

euronews: ირანში, მოკლული ლიდერებისთვის მიძღვნილ მურალზე, ამჟამინდელი ლიდერი მოჯთაბა ხამენეიცაა გამოსახული

ირანში, მოკლული ლიდერებისთვის მიძღვნილ მურალზე, სახელწოდებით “ეპიკური ბრძოლის მოწამეები”, ამჟამინდელი ლიდერი მოჯთაბა ხამენეიცაა გამოსახული,_ ამის შესახებ  წერს Euronews და ფოტოს აქვეყნებს.

გამოცემის ინფორმაციით, მურალი კაშანის დასავლეთით, მაშჰად არდეჰალში გაიხსნა და მასზე ასახული არიან გარდაცვლიი უმაღლესი სამხედრო და პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის – ყოფილი პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი, ისლამური რესპუბლიკის დამფუძნებელი, რუჰოლა ხომეინი და ყასემ სოლეიმანი.

“მურალი, რომელზეც მოჯთაბა ხამენეი დაღუპული ირანელი სარდლებისა და ოფიციალური პირების გვერდითაა ასახული, ირანში ვირუსულად გავრცელდა. ამან ხელი შეუწყო ეჭვებს, რომ ქვეყნის ახალი აიათოლა, შესაძლოა, მკვდარია ან მძიმედაა დაჭრილი – მისი საჯაროდ გამოჩენიდან უკვე თითქმის ორი თვეა გასული. ეს ბოლო დღეებში თეირანის რეჟიმის ერთადერთი შეცდომა არ ყოფილა. საინფორმაციო სააგენტომ – Tasnim, რომელიც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს უკავშირდება, ბოლო პოსტში ხამენეი „რევოლუციის მოწამეობრივად აღსრულებულ ლიდერად“ მოიხსენია. ისლამური რესპუბლიკის ოფიციალურმა პირებმა მოგვიანებით განაცხადეს, რომ ეს შეცდომა იყო.

ომის დაწყებისას მამამისის რეზიდენციაზე მიყენებული დარტყმების შემდეგ მოჯთაბა ხამენეი არც ერთ ვიდეო თუ აუდიო ჩანაწერში არ გამოჩენილა. აღსანიშნავია, რომ დანიშვნის შესახებ განცხადების გაკეთებისას საზოგადოებას ახალი აიათოლას ნაცვლად მისი მუყაოს გამოსახულება წარუდგინეს, მისი პირველი კი მიმართვა ერს სახელმწიფო მედიით მისი დანიშვნიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ წაუკითხეს”,_ ნათქვამია Euronews-ის სტატიაში.

banner
წინა სტატიაშიდაპირისპირება სააკაშვილსა და ნოდიას შორის: “საბრალოს გახსენება უჭირს”- რას პასუხობს პოლიტოლოგი?
შემდეგი სტატია“ორი მოწმე განსხვავებულ პოზიციას აღწერს” – პროკურორი გავრცელებულ ჩანაწერებზე