Euromoney: საქართველოს ბანკი საუკეთესო კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკია საქართველოში

საქართველოს ბანკი, როგორც ერთ-ერთი წამყვანი კერძო ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ადამიანებს, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი.ამისათვისკი ბანკი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს.

აღნიშნულ ინიციატივებსა და მათ შედეგებზე დაყრდნობით კი, საერთაშორისო გამოცემაEuromoney-მ საქართველოს ბანკი საუკეთესო კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.

„Euromoney უკვე 30 წელზე მეტია მსოფლიოში საუკეთესოთა შორის საუკეთესო ბანკების გამოვლენას ისახავს მიზნად. ყოველი აღიარება გულისხმობს ჟიურისთვის ნომინანტების მიერ აპლიკაციების წარდგენას, რაც შესაძლებლობას აძლევს თითოეულ ფინანსურ ინსტიტუტს, გაგვიზიარონ საკუთარი ისტორია, მიღწევები, ინოვაციები და შედეგები, რომლებიც ბოლო 12 თვის განმავლობაში განახორციელეს. გამარჯვებულების გამოსავლენად კი, ჩვენ ვიყენებთ ბაზრის კვლევის მეთოდს, ვაფასებთ მათ მიერ წარმოდგენილ განცხადებებს, ვატარებთ სიღრმისეულ ინტერვიუებს და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობითვასახელებთ გამარჯვებულებს“,- აღნიშნულია Euromoney-ს განცხადებაში.

„საქართველოს ბაკში მიზნად ვისახავთ, ხელი შევუწყოთ ადამიანებს, გამოავლინონ და სრულად აითვისონ საკუთარი პოტენციალი. ამისათვის, 40-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს, რომელთა ბენეფიციართა რაოდენობა 120 000-ს აჭარბებს. ჩვენი ძირითადი ინიციატივები განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდისა და ახალგაზრდების პროფესიონალებად ჩამოყალიბების ხელშეწყობას ემსახურება. რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გვყავს უკვე 20-მდე პარტნიორი უნივერსიტეტი და გამოვავლინეთ 160-ზე მეტი სტიპენდიატი; ამასთან, აქტიურად ვახორციელებთ საქართველოს ბანკის იდეათეკების პროექტს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს 10 რეგიონის 22 სკოლაშიუკვე ფუნქციონირებს მულტიფუნქციური, თანამედროვე ინსტრუმენტებით აღჭურვილი საგანმანათლებლო სივრცე; სულ ახლახან კი დამატებით, მარტყოფში, საჯარო ბიბლიოთეკის შენობაში გავხსენით 23-ე იდეათეკა. ასევე, აქტიურად ვუწყობთ ხელს მოსწავლეების მომავლის პროფესიებით – STEM მეცნიერებით დაინტერესებას და ეს ჩვენ მიერ განხორციელებული ინიციატივების მხოლოდ ნაწილია. Euromoney-ს მიერ მონიჭებული აღიარება ჩვენი ძალისხმევის დაფასებაა. მინდა მივულოცო ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს ეს გამარჯვება. თუმცა, ჩვენ არ ვჩერდებით და მომავალში კიდევ არაერთ საინტერესო ინიციატივას შემოგთავაზებთ“, – აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – მთავარი მიზანი, რაც ოპოზიციას ბოლო 12 წელია, ამოძრავებს, არის ხელისუფლებაში მოსვლა, ძალაუფლების მოპოვება
შემდეგი სტატია“ვიპოვეთ, ორივე ცოცხალია” – ნათესავი სვანეთში დაკარგულ ახალგაზრდებზე