,,თანასწორობის ჯილდო” ეუფასგან- გურამ კაშია ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის დაჯილდოვდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 30, 2018 21:49

,,თანასწორობის ჯილდო” ეუფასგან- გურამ კაშია ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის დაჯილდოვდა

მნიშვნელოვანი

  • კაშია თანასწორობის ჯილდოთი, რომელიც უეფამ წელს პირველად დააწესა, ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის დაჯილდოვდა

სხვა სტატიები

უეფამ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გურამ კაშია „თანასწორობის ჯილდოთი“ დააჯილდოვა. ცერემონიალი მონაკოში გაიმართა, სადაც ასევე ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა და წლის საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინეს.

თავად გურამ კაშია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტაბების ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობს, მონაკოში გამართულ ღონისძიებას ვერ დაესწრო და მის ნაცვლად პრიზი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინიმ გადასცა.

ქართველმა ფეხბურთელმა გურამ კაშიამ დღეს დილით მისი კლუბის, „სან ხოსეს“ შემადგენლობაში ჩემპიონატის მატჩი ითამაშა და სავარაუდოდ სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც მონაკოში ჩასვლა ვერ მოახერხა.

კაშია აღნიშნული ჯილდოთი, რომელიც უეფამ წელს პირველად დააწესა, ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის მიიღო.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 30, 2018 21:49

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,490
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics