EUMM – ჩვენ ვასრულებთ საქართველოს ხელისუფლების COVID-19-თან დაკავშირებულ ყველა მოთხოვნას

ბრიტანეთის რეფერენდუმზე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების რეაქცია

მიუხედავად თავისი საპატრულო მოვალეობის შესრულებისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) COVID-19-თან დაკავშირებით პრევენციულ ზომებს იყენებს. ამის შესახებ ინფორმაცია მისიის ვებგვერდზე არის გამოქვეყნებული.

„ჩვენ ვასრულებთ საქართველოს ხელისუფლების COVID-19-თან დაკავშირებულ ყველა მოთხოვნას.

ჩვენ ვამცირებთ საზოგადოებრივ აქტივობებს და პირისპირ შეხვედრებს რესპონდენტებთან. მათ მაგივრად ვიყენებთ ბინოკლებს და აეროსტატზე დამაგრებული კამერების მსგავს ტექნიკურ საშუალებებს ჩვენი სადამკვირვებლო მოვალეობების შესასრულებლად“, – ნათქვამია ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშითბილისის საბავშვო ბაღებში პროდუქტების გაცემა დაიწყო
შემდეგი სტატიაბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს შეყვანილი ოთხი პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ აღმოაჩნდა