ეუბნებოდნენ, რომ რუსეთზე ცუდი არაფერი უნდა ეთქვათ – ლომჯარია პანსიონის ბავშვებზე

“ჩემთვის სიახლე იყო ის, რომ მუდმივად ეუბნებოდნენ, როგორი კარგია რუსეთი” – ყვება სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონიდან გამოყვანილ ბავშვებთან შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, ბავშვები ამბობდნენ, რომ მასავლებლებს ეუბნებოდნენ, რომ რუსეთზე ცუდი არაფერი ეთქვათ. ამ თემაზე ის “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში საუბრობს.

“ჩემთვის სიახლე იყო ის, რომ მუდმივად ეუბნებოდნენ, როგორი კარგია რუსეთი. ძალიან მძიმე მოსასმენი იყო და პირდაპირ ამბობდნენ, რომ ჩვენს მასწავლებლებს ეუბნებოდნენო, რომ რუსეთზე ცუდი არაფერი უნდა ეთქვათო. ჩვენ გვინდოდა, რომ თავისუფლად გვესაუბრა და კარგი მასწავლებლებიც გვყავდა, მაგრამ მაინც შეზღუდულები იყვნენ გარკვეულ თემებზე სასაუბროდო.

თუმცა, ეს ბავშვები არიან ძალიან გონებაგახსნილი, განათლებული და ძალიან სწორად და ჯანსაღად აზროვნებენ. რა თქმა უნდა, მათ აქვთ თავიანთი ტრავმები, რაც მათ მსოფლმხედველობასა თუ ქცევაზე ახდენს გავლენას, მაგრამ საერთო ჯამში, მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ახალგაზრდები არიან და ჯანსაღად და კრიტიკულად აზროვნება შეუძლიათ”, – ამბობს ნინო ლომჯარია.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ მათ ნახეს 3 ბავშვი, რომელთა შესახებ სახელმწიფოს ინფორმაცია არ ჰქონდა, კანონის მხიედვით კი პანსიონში ბავშვებს სწორედ სახლემწიფო უნდა რიცხავდეს.

ბოლო ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონატში 29 არასრულწლოვანი რჩება, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ჩართულობიტ დაწესებულება უკვე 24-მა ბავშვმა დატოვა. ისინი ბიოლოგიურ ოჯახში, თუ სახელმწიფო ზრუნვის სხვადასხვა ფორმაში განთავსდნენ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი იმერეთის რეგიონს ეწვევა
შემდეგი სტატიაჰარცელი – 19 აპრილის შეთანხმება არის გზამკვლევი, პარლამენტში ყველა მხარისგან ველოდებით, რომ სიღრმისეულად გაითვალისწინონ