EU-სა და NATO-ს წარმომადგენლები უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან

კიევში უსაფრთხოების გარანტიების მოსამზადებლად EU-სა და NATO-ს წარმომადგენლები ჩავიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი ავრცელებს

“ევროპული ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები კიევში ჩავიდნენ. შეხვედრებში მონაწილეობენ გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, ლატვიის, ესტონეთის, ლიტვის, პოლონეთის, ფინეთის, კანადის, ნიდერლანდების, შვედეთის, ნორვეგიის და დანიის, ასევე NATO-ს, ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის წარმომადგენლები. უსაფრთხოების, ეკონომიკური საკითხებისა და პარტნიორებთან შემდგომი ნაბიჯების კოორდინაციისთვის ინტენსიური სამუშაო გველის. ჩვენ ვმუშაობთ”, – წერს რუსტემ უმეროვი პლატფორმა X-ზე.

banner
წინა სტატიაშივენესუელას ახალი ლიდერი მარია კორინა მაჩადო გახდება?!
შემდეგი სტატიავენესუელას პრეზიდენტი აშშ-ში სასამართლოს წინაშე სისხლის სამართლის ბრალდებით წარსდგება