
“27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე, საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ დღედ რჩება.
პატივს მივაგებთ ომში დაღუპულთა ხსოვნას და ვფიქრობთ მათზე, ვინც დღემდე ვერ ახერხებს საკუთარ სახლში დაბრუნებას.
ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ.“ – წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.







