27.7 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

EU-ს წარმომადგენლობა: საქართველო და ევროკავშირი ვიზების შეჩერების მექანიზმზე სიღრმისეულ დიალოგს გამართავენ

“დღეს ევროკავშირი და საქართველო ვიზების საკითხთან დაკავშირებით სიღრმისეული დიალოგის გასამართად ხვდებიან, რაც საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას მოჰყვა”,_ ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგგენლობის განცხადებაშია ნათქვამი.

ევროკავშირის წარმომადგენლობა განმარტავს, რომ ეს EU-ს სავიზო რეგულაციით დადგენილ სტანდარტულ პროცესს წარმოადგენს, რომელიც ვიზის შეჩერების მექანიზმის გააქტიურების შემთხვევაში იწყებს მოქმედებას.

EU-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ეს პროცესი მოჰყვა 2026 წლის მარტში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა საწყის ეტაპზე შეჩერებულ იქნა თორმეტი თვის განმავლობაში, წევრი სახელმწიფოების თანხმობის შემდეგ.

ევროკავშირის წარმომადგენლობის თანახმად, შეხვედრის მიზანია იმ გარემოებების მოგვარება, რომლებმაც აღნიშნული შეჩერება გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ ვიზის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფუძველს საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ძირითად სფეროებში აღებული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენდა – წერია EU-ს წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში“თანამშრომლებმა ფაქტი ვერ დააფიქსირეს” — პირველი არხი “სიმღერის აკადემიაში” ბავშვის შეუძლოდ გახდომის კადრებზე
შემდეგი სტატიანანუკა ჟორჟოლიანი პირველ არხზე მომხდარ ინციდენტზე: ბავშვს მისდის გული, სიმღერა გრძელდება – რეჟისორი ან ოპერატორი რას აკეთებდა?