8.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

EU-ს სპიკერი: ეს იქნება მორიგი დემონსტრირება, რომ საქართველოს ხელისუფლება ზურგს აქცევს ევროკავშირის გზას

ინიცირებული ცვლილებები საქართველოს ხელისუფლების ძალიხმევის მორიგი ესკალაციაა, მკაცრად შეზღუდოს ქვეყანაში სამოქალაქო და დემოკრატიული სივრცე”,_ აღნიშნული განცხადება უსაფრთხოების და პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერმა  ანუარ ელ ანუნიმ “ევროსკოპის” დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

“მიღების შემთხვევაში ეს კანონები უფრო მეტად შეზღუდავს დემოკრატიულ თავისუფლებებს, ასევე წინააღმდეგობაში მოვა ფუნდამენტურ უფლებებთან და ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან. ეს იქნება მორიგი დემონსტრირება, რომ საქართველოს ხელისუფლება ზურგს აქცევს ევროკავშირის გზას, რაც ქართველი ხალხისთვის მიცემულ დაპირებას ეწინააღმდეგება. რაც შეეხება ევროკავშირს, ჩვენ ყოველთვის გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას. საქართველოს ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას. საქნციებთან დაკავშირებით, ჩვენ თანმიმდევრული ვართ, ჩვენს რეაგირებაში და ყველა ვარიანტი მაგიდაზეა”,_ აცხადებს ანუნი.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სამხედრო ძალები ირანში შესაძლოა რამდენიმე კვირიანი ოპერაციებისთვის ემზადებიან
შემდეგი სტატიაპოლიციამ ქურდობისა და ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით სამი არასრულწლოვანი დააკავა