EU-ს კითხვარი მოლდოვამაც შეავსო

მოლდოვამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, კითხვარის შევსება დაასრულა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს შედგა ევროკავშირის ელჩისთვის, იანის მაჟეიკსისთვის, შევსებული კითხვარის გადაცემის ცერემონია.

მოლდოვამ კითხვარი საქართველოსთან ერთად, 11 აპრილს მიიღო.

მოლდოვამ და საქართველომ ევროკავშირს კანდიდატის სტატუსის მისაღებად უკრაინის შემდეგ მიმართეს. უკრაინამ ეს ნაბიჯი რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გადადგა. განაცხადს ხელი პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოაწერა.

ქვეყანამ უკვე შეავსო შესაბამისი კითხვარიც, რომელიც პირადად პრეზიდენტმა ზელენსკიმ გადასცა ევროკავშირის წარმომადგენელს.

ჯერჯერობით უცნობია როდის დაასრულებს კითხვარის შევსებას საქართველო და როდის გადასცემს ევროკავშირის წარმომადგენელს.

banner
წინა სტატიაშიზაპოროჟიეს ოლქში „ან-26“ ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა
შემდეგი სტატიაუკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი – ახლანდელი მდგომარეობით, უკრაინის ბირთვული სტატუსის აღდგენის საკითხი დღის წესრიგში არ დგას – ვნახოთ, ხვალ რა იქნება