EU-ს ელჩებმა მწვანე შუქი აანთეს ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერებას – იოზვიაკი

“რადიო თავისუფლების” ევროპული ბიუროს უფროსის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, ევროკავშირის ელჩებმა ქართველი დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის გაჩერებას მხარი დაუჭირეს.

რიკარდ იოზვიაკი პლატფორმა X-ზე წერს, რომ 27 იანვარს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ამ საკითხზე უკვე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ევროკავშირის ელჩებმა დღეს დილით მწვანე შუქი აანთეს ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერებაზე. საგარეო საქმეთა მინისტრები ამას ორშაბათს დააფიქსირებენ. უნგრეთი და სლოვაკეთი წინააღმდეგ მისცემს ხმას, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, რადგან კვალიფიციური უმრავლესობა არის”. – წერს იოზვიაკი.

banner
წინა სტატიაშიჯანსუღ კორძაიას ქუჩაზე, უსაფრთხოების მიზნით, გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა ხორციელდება
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: „კანვასის“ რევოლუცია საქართველოში არ შედგება-“ფსევდო ელიტა… მიხედონ საკუთარ პროფესიას”