19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

EU-ს 12 სახელმწიფო: ევროკავშირმა არქტიკული ჩართულობა და უსაფრთხოების ზომები უნდა გააძლიეროს

ევროკავშირის 12 წევრი სახელმწიფო ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

ფინეთი, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, გერმანია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, რუმინეთი და შვედეთი მოუწოდებს კავშირს აიღოს ვალდებულება, რომ გააძლიეროს არქტიკული ჩართულობა შესაბამისი რესურსებით და გეოპოლიტიკური რეალობის განვითარების შესაბამისად

„ჩვენ ვთანხმდებით, რომ ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს თავისი ქმედებები სტაბილურობის, მდგრადი განვითარებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით, ამავდროულად დაიცვას თავისი ინტერესები“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, არქტიკაში უსაფრთხოება კოლექტიური თანამშრომლობის მეშვეობით მიიღწევა.

„არქტიკაში უსაფრთხოება კოლექტიურად უნდა იყოს მიღწეული. ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს საერთო ვალდებულებას, შევინარჩუნოთ არქტიკა, როგორც მშვიდობის, სტაბილურობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის რეგიონი, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართალზე, მათ შორის საზღვრების ურღვევობასა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე, მრავალმხრივ მმართველობაზე, ასევე საზღვაო სამართალზე. ჩვენ ხაზს ვუსვამთ მდგრადობის გაძლიერების მნიშვნელობას  და იმის უზრუნველყოფას, რომ მზარდმა სტრატეგიულმა კონკურენციამ არ შეარყიოს რეგიონში სტაბილურობა“, – აცხადებს 12 ევროპული ქვეყნის ლიდერი.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი: სუს-ის უფროსის მეოთხედ შეცვლა სისტემის ჩამოშლის მაჩვენებელია
შემდეგი სტატია“რაღაცები არ შეიზილა, ამიტომ გადააყენეს”- შაიშმელაშვილი გელაძეზე