EU მზადაა, უკრაინის თითქმის ყველა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი ექსპორტზე “სოლიდარობის გზებით” გაიტანოს

ევროკავშირი მზად არის, რომ უკრაინის თითქმის ყველა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი ექსპორტზე “სოლიდარობის გზების” დახმარებით გაიტანოს. ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის სოფლის მეურნეობის კომისარმა, იანუშ ვოიჩეჩოვსკიმ გააკეთა.

“ჩვენ მზად ვართ თითქმის ყველაფრის ექსპორტისთვის. ეს არის თვეში დაახლოებით 4 მილიონი ტონა ზეთის თესლი და მარცვლეული, ჩვენ მივაღწიეთ ამ მოცულობას გასული წლის ნოემბერში”, – აღნიშნა მან.

მისივე ცნობით, რუსეთის მიერ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების დატოვებამდე უკრაინის ექსპორტის 60% “სოლიდარობის მარშრუტების” დახმარებით იგზავნებოდა, 40% კი შავი ზღვის გავლით.

“სოლიდარობის მარშრუტი” საშუალებას იძლევა, რომ საქონელი უკრაინიდან ევროკავშირის ქვეყნების გავლით გავიდეს, სარკინიგზო, საავტომობილო გზებისა ან შიდა წყლის საშუალებით.

banner
წინა სტატიაშიმოლდოვის მთავრობამ ქვეყანაში არსებული რუსეთის საელჩოს თანამშრომლების რაოდენობის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო
შემდეგი სტატიამანჯგალაძე – კარგი იქნება, თუ ნიკა მელია გადაახტება გაბრაზებასა და პირად წყენებს