ევროკავშირმა უნგრეთს 1 მილიარდი ევროთი დაფინანსებაზე ოფიციალურად უარი უთხრა. დახმარების გაყინვის მიზეზი კორუფციაში ბრალდებები გახდა. ეს ბლოკის წევრის წინააღმდეგ მსგავსი სანქციების დაწესების პირველი შემთხვევაა.
პირობა იყო, რომ უნგრეთს სამართლებრივი რეფორმები 2024 წლის ბოლომდე უნდა გაეტარებინა. ევროკავშირის ფული ბუდაპეშტს გადაეცა სტრუქტურულად სუსტი რეგიონების მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში, მაგრამ 2022 წლის ბოლოს, მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ დაასკვნა, რომ უნგრეთი უგულებელყოფდა ევროკავშირის დემოკრატიულ სტანდარტებს და ძირითად ღირებულებებს, ის გაიყინა.