20.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 16, 2026
banner

EU-მ მოლდოვასთან მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა

EU-მ მოლდოვასთან მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა.

ცოტა ხნით ადრე ევროკავშირმა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი უკრაინასთანაც გახსნა:

“მე-6 კლასტერი „საგარეო ურთიერთობები“ ორ ცალკეულ მოლაპარაკებების თავს მოიცავს:

თავი 30 – საგარეო ურთიერთობები: ეს თავი მოიცავს ევროკავშირის ერთიან სავაჭრო პოლიტიკას, ჰუმანიტარულ დახმარებასა და განვითარების სფეროში თანამშრომლობას. იგი მოითხოვს ევროკავშირის სავაჭრო კანონმდებლობასთან, საერთაშორისო ვალდებულებებთან და მასთან დაკავშირებულ საგარეო პოლიტიკურ პოზიციებთან შესაბამისობას.

თავი 31 – საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა: ეს თავი მოიცავს ევროკავშირის ერთიან საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკას, მათ შორის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ პოზიციებთან, პოლიტიკურ დეკლარაციებთან, სანქციებსა და შეზღუდვით ზომებთან შესაბამისობას.”,-ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიდასაქმებული მამებისთვის დეკრეტული შვებულების ანაზღაურების წესი იცვლება
შემდეგი სტატიაიტალიის ქალაქ ნეაპოლში 36 წლის ქართველი ემიგრანტი გარდაცვლილი იპოვეს