EU-მ მკაფიო საგზაო რუკა მოგვცა, რაც მიტინგზე გაჟღერდა, აცდენილია დღის წესრიგს – ქადაგიშვილი

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ გუშინდელი აქციის ორგანიზატორების მიერ წაყენებული მოთხოვნები “დღის წესრიგს აცდენილია”.

ქადაგიშვილის თქმით, ევროკავშირმა საქართველოს კონკრეტული სამოქმედო გეგმა მისცა, რომელიც ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს.

“ის, რაც მიტინგზე გაჟღერდა აცდენილია ამ დღის წესრიგს, რომელიც ერთობლივია ევროკავშირის და საქართველოსი. ჩვენ დუღილის ტემპერატურა, რომელიც ვიცით, რა მიზნითაც იყო აწეული, უნდა დავაგდოთ, იმიტომ რომ ევროკავშირმა მკაფიო საგზაო რუკა მოგვცა და კეთილი ვინებოთ, ამ საგზაო რუკის ირგვლივ ვიმუშაოთ. საქართველოში 1987 წლიდან უწყვეტი აქციები გვაქვს, – თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ, ავსტრალია, იაპონია, ახალი ზელანდია და გაერთიანებული სამეფო წყნარი ოკეანის ჯგუფს ქმნიან
შემდეგი სტატიარუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბელორუსიაში ისკანდერ-მ-ის სარაკეტო სისტემების გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო