EU-მ დაამტკიცა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო, მოუთმენლად ველით 25 ივნისს, როცა პროცესი დაიწყება -ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მოლდოვასთან ერთად, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს უკრაინაც მომავალ კვირას დაიწყებს. მოლაპარაკებების ჩარჩო ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ დღეს, 21 ივნისს, დაამტკიცა.

ზელენსკიმ მოლდოვას მიულოცა წინ გადადგმული ნაბიჯი და აღნიშნა, რომ ისინი ერთად გააძლიერებენ ევროკავშირს.

“დღეს EU-ის 27 წევრმა ქვეყანამ დაამტკიცა მოლაპარაკებების ჩარჩო, რომელიც აუცილებელია უკრაინასთან EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად. მადლობელი ვარ ევროსაბჭოსა და ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობა 2024 წლის, მათი ძლიერი პოლიტიკური ნების გამო.

ჩვენ მოუთმენლად ველით მომავალ კვირას, 25 ივნისს, როდესაც უკრაინა და ევროკავშირი თავიანთ პირველ სამთავრობათაშორისო კონფერენციას გამართავენ, რაც ფაქტობრივად მოლაპარაკებების პროცესს გახსნის.

მოლდოვას მოლაპარაკებების ჩარჩო ასევე დამტკიცდა. ჩვენ ვულოცავთ ჩვენს მოლდოველ მეგობრებს ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს ჩვენი საერთო ევროპული მომავლისკენ. ჩვენ ერთად გავაძლიერებთ EU-ს.

მადლობელი ვარ მთელი ჩვენი გუნდის, მათი ვინც ბევრი იშრომა ამ ისტორიული ნაბიჯის რეალობად ქცევისთვის. მილიონობით უკრაინელის და მართლაც, ჩვენი ხალხის თაობა ახორციელებს თავის ევროპულ ოცნებას. უკრაინა ბრუნდება ევროპაში, რასაც საუკუნეების მანძილზე ეკუთვნოდა, როგორც ევროპული საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი,” – წერს ზელენსკი.

banner
წინა სტატიაშიბელგია აცხადებს, რომ უკრაინა-მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო შეთანხმებულია
შემდეგი სტატიადეკანოზი ილია ჭიღლაძე: რუსეთუმე ბნელი ჯოჯოს დაჯილდოვება