“ევროკავშირის ელჩებმა ახლახან აუნთეს მწვანე შუქი ევროკავშირის ვიზების ლიბერალიზაციის შეჩერების გამარტივებას” – ამის შესახებ პლატფორმა X-ზე “რადიო თავისუფლების” ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი წერს.
იოზვიაკის თქმით, შესაძლოა, ეს მექანიზმი მალე შესაძლოა, ქართული პასპორტის მფლობელთა ნაწილის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული.
მისი ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმებას ხელს 17 ნოემბერს მოაწერენ, ხოლო ძალაში დეკემბრიდან შევა.
“ევროკავშირის ელჩებმა ახლახან აუნთეს მწვანე შუქი ევროკავშირის ვიზების ლიბერალიზაციის შეჩერების გამარტივებას.
17 ნოემბერი: მინისტრები შეთანხმებას დაადასტურებენ
26 ნოემბერი: ხელმოწერის ცერემონია პარლამენტში
დეკემბერი: ძალაში შევა
შესაძლოა მალე ქართული პასპორტის მფლობელთა ნაწილის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული” – წერს X-ზე რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი.
მექანიზმი ეხება 61 ქვეყანას რომელთა მოქალაქეებს ამჟამად შენგენის ზონაში უვიზოდ, მოკლე ვადით, მოგზაურობა შეუძლიათ.
სავარაუდოა, რომ ევროკავშირი ამ მექანიზმს ოცნების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ გამოიყენებს.
















