EU-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, ზურაბიშვილმა თითოეულ მინისტრს წერილით მიმართა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, სალომე ზურაბიშვილმა თითოეულ მინისტრს, ინდივიდუალურად წერილობით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მე-5 პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა წერილში საქართველოში მიმდინარე მოვლენები და ბოლო პერიოდის პოლიტიკური პროცესების მწვავე განვითარება აღწერა.

მათივე თქმით, საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა წერილში ყურადღება გაამახვილა იმ საფრთხეებზე, რომლებიც საქართველოს დემოკრატიულ მომავალს და ევროპულ გზას ემუქრება.

პრესსამსახურის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა, შეიმუშაონ თანმიმდევრული და ეფექტური პოლიტიკა რუსეთის ჰიბრიდული ომის საპასუხოდ, რომელიც, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად ევროპას.

banner
წინა სტატიაშიAmnesty International: დაკავებები ხაზს უსვამს საქართველოში რეპრესიების მზარდ და ღრმა სურათს
შემდეგი სტატიაუკრაინული დრონები როსტოვის, ვორონეჟის, სარატოვისა და ტამბოვის ოლქებს “ესტუმრნენ”