EU განიხილავს, ემბარგო მხოლოდ ზღვით მიღებულ რუსულ ნავთობზე დააწესოს – Bloomberg

უნგრეთის მხრიდან რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების წინააღმდეგობის გამო ევროკავშირი განიხილავს ემბარგო მხოლოდ ზღვით მიღებულ რუსულ ნავთობზე დააწესოს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

როგორც მედია წერს, წინადადება უნგრეთს დამატებით დროს მისცემს, რომ ენერგეტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად სხვა გზა მოიძიოს. შეთანხმება შეეხებათ სხვა ქვეყნებსაც, მათ შორის, სლოვაკეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკას.

ევროკომისიის პრეზიდენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რუსული ნავთობის იმპორტის ეტაპობრივად შეზღუდვას სთავაზობს. ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ თუ რუსულ ნავთობზე დაუყოვნებლივ სრულად იტყვიან უარს, პუტინი ფასის ზრდით ისარგებლებს და მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში სხვა მყიდველს იპოვის.

ამიტომ, ევროპელ პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ ევროკავშირმა ბალანსი უნდა იპოვოს, რათა საკუთარი ეკონომიკა არ დააზიანოს. სრული ემბარგოსთვის ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო.

banner
წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის რეგიონში უკრაინელი სამხედროების ფრონტის პოზიციებზე იმყოფებოდა
შემდეგი სტატიაერდოღანი – გასულ კვირას შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები სასურველ დონეზე ვერ ჩატარდა