EU: ევროკავშირი გმობს რუსეთის სამხედრო ყოფნას მის მიერ ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში

ევროკავშირი გმობს რუსეთის სამხედრო ყოფნას მის მიერ ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში – ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე ევროკავშირი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 16 წლის გასვლას გამოეხმაურა.

განცხადებაში დაგმობილია რუსეთის სამხედროების ყოფნა ოკუპირებულ რეგიონებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რაც არღვევს როგორც საერთაშორისო სამართალს, ასევე რუსეთის მიერ 2008 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„გავაგრძელებთ საქართველოსთვის სათანადო მხარდაჭერის აღმოჩენას იმ გამოწვევების გადაჭრაში, რომლის წინაშეც ის ასევე დგას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად და მისი მდგრადობის გაძლიერებას რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევი მოქმედებების ფონზე. ჩვენ სრულად ვრჩებით კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ერთგული, მათ შორის, ევროკავშირის, როგორც თანათავმჯდომარის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ჩართულობით, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მუშაობით და ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუდმივი ყოფნით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშირა პროდუქტებს აერთიანებს თიბისი ბიზნესის სხვადასხვა ნაკრები
შემდეგი სტატიაწითლიძე: მივმართავ შს მინისტრს გომელაურს თქვენი პოლიციელები აღმოჩნდა უძლური, რადგან ასამდე ადამიანი სწორედ პოლიციელების თანდასწრებით დაგვესხა ჩვენ თავს და ფიზიკურად გაგვისწორდნენ, მაგრამ იცოდეთ, რომ ჩვენ ამ თავდასხმებით ვერ შეგვაშინებთ!