EU: არ ვცნობთ იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც აფხაზეთში ე.წ. არჩევნები ჩატარდა

ევროკავშირმა ოფიციალურად განაცხადა, რომ არ აღიარებს “საპრეზიდენტო არჩევნებს”, რომელიც დღეს, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში გაიმართა.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გააგრძელებს არაღიარების პოლიტიკას და ჩართულობის სტრატეგიას რეგიონში.

“ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, როგორც ეს აღიარებულია საერთაშორისო სამართლით. რაც შეეხება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც 2025 წლის 15 თებერვალს საქართველოს ოკუპირებულ, სეპარატისტულ რეგიონ აფხაზეთში გაიმართა, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც ის ჩატარდა.

ევროკავშირი გააგრძელებს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას”, – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისამოქალაქო აქტივისტ დავით ფუთურიძეს 3 უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა
შემდეგი სტატიაევროპაში დივერსიების მოსაწყობად რუსეთმა სპეციალური ქვედანაყოფი შექმნა – The Wall Street Journal