EU აცხადებს, რომ ირანის ახალ პრეზიდენტთან თანამშრომლობისთვის მზად არის

ევროკავშირმა განაცხადა, რომ ირანის ახალ პრეზიდენტთან, მასუდ ფეზეშქიანთან მოლაპარაკებებში ჩართვსისთვისა და თანამშრომლობისთვის მზად არის.

EU-ის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სპიკერმა, ნაბილა მასრალიმ ფეზეშქიანს გამარჯვება მიულოცა.

“ვულოცავთ არჩეულ პრეზიდენტს გამარჯვებას. ჩვენ მზად ვართ, ახალ მთავრობასთან ვითანამშრომლოთ”, – წერს მასრალი X-ზე.

ირანის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რეფორმისტმა კანდიდატმა, მასუდ ფეზეშქიანმა გაიმარჯვა. არჩევნებში 30 მილიონზე მეტი ამომრჩეველი მონაწილებდა, საიდანაც ხმების 53%-ზე მეტი მან მიიღო.

69 წლის კარდიოქირურგი და ირანის პარლამენტის წევრი, მასუდ ფეზეშქიანი ამომრჩევლებს ერთიანობასა და ირანის მსოფლიოსგან იზოლაციას დაჰპირდა.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე: B ჰეპატიტს შეუძლია ღვიძლის კიბოს გამოწვევა უფრო მაღალი ალბათობით, ვიდრე C ჰეპატიტს
შემდეგი სტატიაწალენჯიხის ევექსი და განწირული პაციენტები-რას აცხადებს თამარ ბელქანია