“ეტყობა გაუჭირდათ და ისესხეს” – ივანიშვილი „ქართული ოცნების“ მიერ „ქართუ ბანკისგან“ მილიონის სესხების ფაქტზე

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შიდა ქართლის რეგიონის ჟურნალისტებს ხვდება. შეხვედრის ფარგლებში ივანიშვილმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის ტანახმადაც „ქართულმა ოცნებამ“ „ქართუ ბანკისგან“ მილიონი ისესხა:

,, არ ვიცი პირველად მესმის. სესხს დალხინებული ადამიანი არ იღებს, ეტყობა გაუჭირდათ და ისესხეს, მთავარია კანონი არ დაირღვეს და თუ კანონის ფარგლებში ხდება ნორმალურია ეს საარჩევნო პროცესში,“-ამბობს ივანიშვილი.

მისი თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ოპოზიციას ყველანაირ დაფინანსებას უზღუდავდა და სიმბოლურ თანხას წირავდა.

,,გახსოვთ კიდეც რამხელა რიგი დადგა ,,ქართუ ბანკთან“ ესაა ქართველი ხალხი და ახლაც ამბურძგლა რომ არ დაგიმალოთ,“-ამბობს ივანიშვილი.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: 9 დღის შემდეგ მთავრდება ომი, დასრულდება ყვარყვარიზმი
შემდეგი სტატიაასეთ მოკლე დროში, კაცმა თავი ასე გაიფარჩაკოს, იშვიათია” – ბიძინა ივანიშვილი ბურჭულაძეზე საუბრობს