ეტყობა ძალიან დიდი ხნის შიმშილობა – ხატია დეკანოიძემ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

სუსტად არის, ეტყობა ძალიან დიდი ხნის შიმშილობა, – ამის შესახებ ენმ-ს წევრმა ,ხატია დეკანოიძემ მიხეილ სააკაშვილი მონახულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ფიზიკური სისუსტის მიუხედავად მესამე პრეზიდენტი მხნედ და შემართებით არის.

პირველად მომეცა შესაძლებლობა, რომ არჩევნების შემდეგ მიშასთან შევსულიყავი და გვესაუბრა ძალიან ბევრ საკითხზე. პირველ რიგში, რაც მე მაწუხებს და ბევრს აწუხებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სუსტად არის, რა თქმა უნდა, ეტყობა ძალიან დიდი ხნის შიმშილობა, მაგრამ გამორჩეულად ხმნედ არის, მე მართლა გაკვირვებული ვარ, იმდენად მხნედ არის და იმდენად ნებისყოფით და წარმოუდგენლად შემართებით, მაგრამ ის, რომ ამდენი დღეებია შიმშილობს, ეს თავისებურად სახის ფერზე და ზოგადად, სისუსტეზე აისახება, მაგრამ ძალინ მხნედ არის და ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ პოლიტიკური ყოველდღიურობაში და საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან პროცესებში, რომელიც უკავშრდება არცევნებშ წარმოუდგენელ შედეგებს ოპოზიციის, როდესაც ჩვენ გავიმარჯვეთ, მაგრამ წაგვართვეს არჩევნები, – თქვა დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშირაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია… ჩვენ ერთად, გავაკეთებთ და შევძლებთ იმას, რომ მტრობამ ვერ გაიმარჯვოს სიყვარულზე”
შემდეგი სტატიაკორძაია – დღეიდან ჩვენი წარმომადგენლები საარჩევნო უბნების შემთხვევით გადათვლის და შერჩევით გადათვლის პროცესს გამოეთიშებიან